Ministry of the interior of the Czech Republic  

Go

Modern Administration


Quick links: Sitemap Text version Česky Fulltext search


 

Main menu

 

 

GE - ასისტირებული ნებაყოფლობითი დაბრუნება

რომელიც რეალიზებულია ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს აზილისა და მიგრაციის პოლიტიკის დეპარტამენტის მიერ 

 

რაარის ასისტირებული ნებაყოფლობითიდაბრუნება?
ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმარება იმ უცხოელებს, რომლებსაც აქვთ კანონიერი ვალდებულება დატოვონ ჩეხეთის რესპუბლიკა ასისტირებული ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამის მეშვეობით, მაგრამ აწყდებიან დაბრკოლებებს, რაც ხელს უშლის მათ შეასრულონ ეს ვალდებულება.  ასისტირებული ნებაყოფლობითი დაბრუნების ფარგლებში, ჩვენ დაგეხმარებით გადაჭრათ თქვენს გამგზავრებასთან დაკავშირებული პრობლემები. არ გარისკოთ არალეგალურად ცხვოვრება და ჩეხეთის რესპუბლიკის ან ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის გრძელვადიანი აკრძალვა. ჩვენ თქვენთვის უზრუნველვყოფთ ბილეთს და საჭიროების შემთხვევაში ახალ სამგზავრო დოკუმენტს. თუკი გადაწყვეტთ ჩეხეთის ტერიტორიის დატოვებას ასისტირებული ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამის დახმარებით, თქვენს სამშობლოში დაბრუნდებით ჩვეულებრივი ტურისტის მსგავსად, ჩეხეთის პოლიციის თანხლების გარეშე. თქვენი გამგზავრება ყოველთვის ღირსეულად მიმდინარეობს.

ვისთვის არის ასისტირებული ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამა განკუთვნილი ?
გაქვთ ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის დატოვების კანონიერი ვალდებულება, ანუ თქვენს სახელზე გაიცა ადმინისტრაციული დეპორტაცია ან ბრძანება ქვეყნიდან გაძევების შესახებ? მაშინ ასისტირებული ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამა სწორედ თქვენთვისაა.

განცხადება შეიძლება ასევე შეიტანოს უცხოელმა, რომელიც ცხოვრობს ჩეხეთში დიდი ხნის განმავლობაში ან მუდმივად, მაგალითად, დასაქმების ან სწავლის მიზნით და მისი ბინადრობის უფლება გაუქმდა ან არ გახანგრძლივდა ჩეხეთის ორგანოების მიერ.

რას მოიცავს ასისტირება ნებაყოფლობითი დაბრუნების ფარგლებში ?
შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს თქვენს ტრანსპორტირებას ჩეხეთიდან თქვენს სამშობლოში. საჭიროების შემთხვევაში, ის ასევე გაგიწევთ დახმარებას ტრანზიტის ნებართვის საკითხის მოგვარებაშიც. პრაღის აეროპორტში რეგისტრაციის გავლისა და პასპორტის კონტროლის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გაგიწევენ დახმარებას.

რატომ არის მომგებიანი ნებაყოფლობითი დაბრუნება ამ პროგრამის დახმარებით?
სისწრაფე - თუ თქვენ ხართ უცხოელი მოქმედი სამგზავრო დოკუმენტით, თქვენი დაბრუნების რეალიზება შესაძლებელია  დაუყოვნებლივ, ბინადრობასთან დაკავშირებული ყველა საკითხის დასრულების ან ადმინისტრაციული დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოცემის შემდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის ცდილობს უზრუნველყოს ყველაზე სწრაფი კავშირი სამშობლოსთან.

ფინანსური დახმარება - სამშობლოში დასაბრუნებელ თვითმფრინავის ან სხვა ტიპის ბილეთს თქვენთვის შეიძენს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეგიძლიათ გაემგზავროთ მაშინაც კი, თუკი არ გაქვთ საკმარისი თანხა ბილეთის შესაძენად. რა თქმა უნდა, შესაძლებელია იქონიოთ  ბარგიც, რომლის ტრანსპორტირებაც შედის ბილეთის ფასში. იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ასევე უზრუნველყოფილი იყოს დაბრუნებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯების ფინანსური ანაზღაურებაც.

ღირსეული დაბრუნება - თქვენ არ ბრუნდებით სამშობლოში ჩეხეთის პოლიციის ან ჩეხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოების სხვა თანამშრომლების თანხლებით, არამედ ისე, როგორც ჩვეულებრივი ტურისტი.

უცხოელებისთვის დაწესებული ბინადრობის აკრძალვის ვადის შემცირების შესაძლებლობა - ამის შესახებ შეგიძლიათ განცხადების შეტანა სამშობლოში  დაბრუნების შემდეგ. განაცხადის შეტანის პირობაა, რომ სამშობლოში  დაბრუნების შემდეგ გადაიხადოთ მგზავრობის ხარჯების ნახევარი და ამავდროულად არ გქონდეთ სხვა ტიპის ვალდებულებები ჩეხეთის რესპუბლიკის მიმართ.

დახმარება რეინტეგრაციის მიზნით - დასაბუთებულ შემთხვევებში, დახმარების გაწევა შესაძლებელია სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, სამშობლოში რეინტეგრაციის მიზნით, ჩეხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ან მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამების მეშვეობით.


საკონტაქტო ინფორმაცია
პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ან ნებაყოფლობით დაბრუნების შესახებ მოთხოვნის შესატანად დაუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს ელ. ფოსტაზე: navraty@mvcr.cz, ტელ: +420 704 844 574 (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დილის 9 საათიდან  15:00 საათამდე) ან პირადად მობრძანდით სპეციალიზებულ სამუშაო ადგილზე პრაღაში, პლზენში ან ბრნოში მისამართებზე:

  • პრაღა-ნად შტოლოუ 936/3, 170 34 პრაღა 7, ტელ.: 974 832 384
    (Nad Štolou 936/3, 170 34 Praha 7)
  • პლზენი-იაგელონსკა 1017/9, 301 00 პლზენი 3 - იჟნი პრედმესტი, ტელ.: 974 320 818
    (Jagellonská 1017/9 301 00, Plzeň 3 - Jižní Předměstí)
  • ბრნო-ტურჟანკა 115ბ, 627 00 ბრნო-სლატინა, ტელ.: 974 629 399
    (Brno Tuřanka 115b, 627 00 Brno – Slatina)


AMIF.png
Projekt „Posílení návratových kapacit MVČR“ (reg.č. AMIF/26/02) je financován v rámci národního programu Azylového, migračního a integračního fondu a rozpočtu Ministerstva vnitra České republiky.

Print  E-mail